კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე დაინტერესებული პირების ცოდნისა და შესაძლებელობების გაძლიერებას, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას. კურსზე სწავლა უფასოა, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნობიან სტრატეგიული კომუნიკაციების არსს, მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად მეთოდებს. კურსი მოიცავს მოწვეული ექსპერტის მიერ ჩატარებულ მასტერკლასს სტრატეგიული კომუნიკაციების თანამედროვე გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
კურსის მონაცემები
- მასალები 22
- ტესტები 10
- ხანგრძლივობა 10 weeks
- ენა ქართული
- სერტიფიკატი კი