კურსის მიზანი
კრიზისის კომუნიკაციის სასერთიფიკატო ონლაინ კურსის მიზანია, თეორიული ცოდნისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობით, მსმენელებს აუმაღლოს ცნობიერება კრიზისის კომუნიკაციის შესახებ და დაეხმაროს მათ შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც კრიზისული ვითარების ეფექტიანად, დროულად და წარმატებით დაძლევაში დაეხმარება.
კურსის შესავალი
კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან კრიზისის კომუნიკაციის სამ ფაზას (კრიზისის წინა პერიოდი, კრიზისზე რეაგირება და პოსტ-კრიზისული ვითარება) და იმ საკვანძო საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც ყველა ეტაპზე აუცილებელია კრიზისის კომუნიკაციის ეფექტიანად საწარმოებლად. კურსის დროს ყურადღება გამახვილდება კრიზისის დროს კომუნიკაციისა და კოორდინაციის მზარდ მნიშვნელობაზე, კრიზისის კომუნიკაციის პრინციპებზე, კრიზისამდე შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, უშუალოდ კრიზისის დროს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური კომუნიკაციის წარმოებაზე, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული გზავნილების გაჟღერებაზე, შეტყობინებისა და მონიტორინგის საშუალებების დანერგვა-განვითარებაზე, კრიზისის დროს მედიასთან ურთიერთობის საკვანძო როლზე, პოსტ კრიზისულ ვითარებაში კრიზისის შეფასება- ანალიზისა და რეკომენდაციების გაწერის მნიშვნელობაზე, პოტენციური კრიზისისთვის უკეთესად მოსამზადებლად. ამასთან, ცალკე მოდული დაეთმობა ბირთვული კატასტროფის შემთხვევის ანალიზს, როგორც კრიზისის დროს კომუნიკაციის წარმატებულ მაგალითს.
კრიზისის კომუნიკაციის კურსი 8 მოდულისგან შედგება და თითოეულ მათგანს პროფესიონალი ტრენერები გაუძღვებიან.
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ დეტალური თეორიული ცოდნა კრიზისამდე განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, კრიზისის დროს გასათვალისწინებელი ასპექტებისა და კრიზისის დასრულების შემდგომ დასაგეგმი ღონისძიებების შესახებ. ამასთან, ისინი შეიძენენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ კრიზისის წარმატებით დაძლევაში დაეხმარება.
კურსის მონაცემები
- მასალები 16
- ტესტები 8
- ხანგრძლივობა 9 weeks
- ენა ქართული
- სერტიფიკატი კი